Thumbnail

'ვეტორი დოლიძეს ამიტომ მოუგებს' - ვოლკანოვსკი რომანის ჩხუბზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის ბრძოლაზე ისაუბრა
  • ავსტრალიელმა ჩემპიონმა პროგნოზის იტალიელის სასარგებლოდ გააკეთება ახსნა

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ (25-2) რომან დოლიძისა (12-1) და მარვინ ვეტორის (18-6) მოახლოებულ ჩხუბზე პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ ბრძოლის წინ ფავორიტად იტალიელი სპორტსმენი მიაჩნია. 

ავსტრალიელი მიიჩნევს, რომ მატჩი ოპონენტებისთვის რთული იქნება, თუმცა ვეტორის სასარგებლოდ პროგნოზს, ძირითადად, მარვინის გამოცდილების გამო აკეთებს. 

"მეინ ქარდის პირველი ჩხუბი მართლაც ძალიან მაგარია. მარვინი ისევ დივიზიონის ერთ-ერთი ტოპ მებრძოლია, ის მხოლოდ ისრაელ ადესანიასა და რობერტ უითიკერთან დამარცხდა, თუმცა საუკეთესოებს არ დაშორებია. რომანის შესახებ რაღაცები ვიცი - ის გრეპლერია და ფიზიკურად ძალიან, ძალიან ძლიერი გახლავთ. მახსოვს, ერთხელ საუბრისას პოლ კრეიგმა მითხრა, თუ რამდენად ძლიერი იყო დოლიძე, უცნაურად ძლიერი.  პლუს, ძალიან მაგარი გრეპლინგიც აქვს, რაც საინტერესოა. თუმცა შევხედავთ პოტენციურ ბრძოლას და დავსვამთ კითხვას: იქნება კი ეს მახასიათებლები ეფექტიანი მარვინ ვეტორისთან, რომელიც ძალიან გამძლე ბიჭია, ჭიდაობაც ეხერხება. წარმოვიდგენ თუ არა, რომ რომანი მარვინს სცემს: მგონია, რომ ეს მატჩი დოლიძისათვის დიდი გამოწვევაა, ხოლო ვეტორის ცემა რთული ამოცანა იქნება. რომანი ამ ჩხუბით სპორტში დიდ ნაბიჯს დგამს, მაგრამ ადვილი დაპირისპირება არც ვეტორის ელოდება. ვფიქრობ, პროგნოზი იტალიელის სასარგებლოდ უნდა გავაკეთო, რისი მიზეზიც მისი სხეულის სიმტკიცე, გამოცდილება, და ურყეობაა. ვფიქრობ, მარვინი ძლიერი დარტყმებისა და გრეპლინგის დროს საკმარისად გამძლე იქნება. ამიტომ, თუ უნდა ავირჩიო, ვფიქრობ, ამ ჩხუბს ვეტორი მოიგებს,” - თქვა “ალექსანდრ დიდმა". 

იტალიელისა და ქართველის დაპირისპირება ლონდონში გასამართი UFC 286 ღონისძიების მთავარ ქარდს გახსნის. მატჩი თბილისის დროით, 19 მარტს, 01:00 საათზე დაიწყება. რომან დოლიძე მარვინ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და ტიტულზე ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება: კამარუ უსმანი (20-2) ტიტულის დაბრუნებას ლეონ ედვარდსთან (20-3) რემატჩში (რეალურად, სპორტსმენებს შორის გამართული მესამე მატჩი იქნება) ეცდება - ქამარზე ჩატარებულ პირველ ჩხუბში იამაიკელმა ნიგერიელი მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა.

კომენტარები

ბოლო ამბები