- ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება
- კვარაცხელიამ აინტრახტთან მატჩის შემდეგ აზართან შედარებაზეც ისაუბრა
ნაპოლიმ საკუთარი ისტორია გადაწერა - ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გავიდა. ჰო, "აძურის" ეს არც მაშინ გაუკეთებია, როცა ოქროს ხანა ედგა და დიეგო მარადონა ჰყავდა...
თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ უეფასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. "ძალიან დიდი მადლობა ყველა ქართველ და ნაპოლის გულშემატკივარს, რომლებმაც სტადიონზე თუ ტელევიზორიდან გვიქომაგეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სეზონი წარმატებით დავასრულოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ," - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა ტიერი ანრის კომენტარზეც, რომელმაც ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი ედენ აზარს შეადარა. კვარაცხელია: "აზარი ძაან დიდი ფეხბურთელია და მის დონემდე ალბათ ბევრი მიკლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი ვიყო და ჩემი გულშემატკივრები მაქსიმალურად გავახარო."
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს სერია A-ს 27-ე ტურში ტორინოსთან გასვლაზე 19 მარტს ჩაატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
კომენტარები