- CBS Sports-ის ჩემპიონთა ლიგის სტუდიას ანრი, კარაგერი და რიჩარდსი უძღვებოდნენ
- გიომ ბალაგუე მათ თბილისიდან ჩაერთო, სადაც კვარაცხელიას ოჯახი მოინახულა
- 'აზარამდე ბევრი მიკლია' - რა თქვა კვარაცხელიამ აინტრახტთან მატჩის შემდეგ
ნაპოლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად CBS Sports-ის პოპულარული გადაცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. კვარაზე ჩემპიონთა ლიგის სტუდიაში ისაუბრეს, რომელსაც ტიერი ანრი, ჯეიმი კარაგერი და მიკა რიჩარდსი უძღვებოდნენ.
საინტერესოა, რომ CBS Sports-ს კორესპონდენტები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ყველა მასპინძელ ქალაქში ჰყავდა მივლენილი, აი, გიომ ბალაგუემ კი ჯორჯიის შტატიდან თბილისამდე 10 ათას კილომეტრზე მეტი დაფარა, ხვიჩას ოჯახი მოინახულა, ნაპოლისა და აინტრახტის მატჩს კი თვალი ერთ-ერთ კინოთეატრში, დიდ ეკრანზე მიადევნა.

“ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავად იქცა და ის იმ ქვეყნიდანაა, რომელსაც ალბათ, ცოტა ხნის წინ, ბევრი რუკაზეც ვერ მიაგნებდა. ჩვენმა კორესპონდენტმა 6 300 მილი დაფარა, რათა კვარადონას მშობლიურ ქალაქში ჩასულიყო და ნაპოლის თამაშისთვის ფეხბურთელის ახლობლებთან ერთად ეყურებინა”, - განაცხადა სტუდიური გადაცემის წამყვანმა ჯული ბრიჩმა.
ამას გიომ ბალაგუეს სიუჟეტი მოჰყვა, რომელიც შეეცადა თავიდანვე სწორად ეთქვა უცხოელთათვის ესოდენ რთულად წარმოსათქმელი “ხვიჩა კვარაცხელია” და ამით, სტუდიაში მყოფთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აი, ხსენებული ჩართვაც.
კომენტარები