Thumbnail
  • მონაკო 81:68 ვირტუს ბოლონია
  • თორნიკე შენგელიას 2 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სტუმრად საფრანგეთში მონაკოსთან წააგო. სტუმრებმა შეხვედრა 13 ქულით დათმეს - 68:81. ვირტუსმა ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-16 შეხვედრა დათმო.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა. თორნიკემ ბურთი ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა. მონაკოს მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ოკობოს ანგარიშზე იყო. მან 21 ქულა ჩააგდო, რასაც 5 პასი და 5 მოხსნაც მიაყოლა.

ვირტუსი 26 ქულით ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. შენგელიას გუნდი ევროლიგის 30-ე ტურში რეალს შეხვდება, რომელმაც ამ ტურში იტალიურ მილანოს აჯობა და საპლეიოფე ზონაში მეორე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები