Thumbnail

ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება - ქართველის მეტოქე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გურამ ქუთათელაძე 10 ივნისს UFC-ს მორიგ ღონისძიებაზე იჩხუბებს
  • ქართველი მებრძოლის მეტოქე კანადელი ჯონ მაკდესი იქნება

შვედური მედიის ექსკლუზიური ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე ოქტაგონზე ბრუნდება და 10 ივნისს UFC-ს მორიგ ღონისძიებაზე იჩხუბებს. UFC 289 კანადაში ჩატარდება და გურამის მეტოქეც კანადელი ჯონ მაკდესი იქნება, რომელსაც UFC-ში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული (11 მოგება და 8 მარცხი). frontkick წერს, რომ მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ და კონტრაქტსაც მალე გააფორმებენ.

გურამმა UFC-ს სადებიუტო ბრძოლაში მატეუშ გამროტი დაამარცხა, რის შემდეგაც დამირ ისმაგულოვთან წააგო. ქართველის მომდევნო ბრძოლა ბრაზილიელ ტიაგო მოისესთან იყო დაგეგმილი, თუმცა ქუთათელაძე ამ ბრძოლას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ჩაეხსნა.

გურამის რეკორდი MMA-ში 12 მოგება და 3 მარცხია. ქუთათელაძე ოქტაგონზე ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ისმაგულოვთან მარცხამდე, გურამს ზედიზედ 9 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები