Thumbnail

ევროპალიგა | მანჩესტერს სევილია შეხვდა! გრანდების დუელი ნახევარფინალში?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • გარდა ამისა, გაირკვა ნახევარფინალური ეტაპის ბადეც

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში რამდენიმე საინტერესო წყვილი მივიღეთ.

ყველაზე გამორჩეულია ტურნირის მთავარი ფავორიტის მანჩესტერ იუნაიტედისა და ევროპალიგის ყველაზე მეტჯერ მომგების, სევილიას დაპირისპირება. მეოთხედფინალში გადაიკვეთა კონფერენსლიგის შარშანდელი ფინალისტების, როტერდამის ფეიენოორდისა და რომას გზები.

ტურინის იუვენტუსს ლისაბონის სპორტინგი ერგო და საინტერესოა, რომ შესაძლოა, ასეთი ნახევარფინალი ვიხილოთ: მანჩესტერ იუნაიტედი V იუვენტუსი.

1/4-ფინალური წყვილები

მანჩესტერ იუნაიტედი V სევილია 
იუვენტუსი V სპორტინგი
ლევერკუზენი V უნიონ სენ-ჟილი
ფეიენოორდი V რომა

1/2-ფინალური წყვილები

იუვენტუსი/სპორტინგი V მანჩესტერი/სევილია
ფეიენოორდი/რომა V ლევერკუზენი/უნიონ სენ-ჟილი 

ევროპალიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები 13 აპრილს ჩატარდება, საპასუხო - 20 აპრილს. წყვილებში პირველად დასახელებული გუნდები პირველ მატჩს შინ, საპასუხოს კი სტუმრად ჩაატარებენ.

ბუდაპეშტის "პუშკაშ არენა"

2022/23 წლების ევროპალიგის ფინალური შეხვედრა 31 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 65-ათასიან "პუშკაშ არენაზე" გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები