Thumbnail
  • ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4 და 1/2 ფინალების წილისყრა გაიმართა
  • კვეკვესკირისა და წიტაიშვილის გუნდს მეტოქედ ფიორენტინა შეხვდა

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში კონფერენსლიგის 1/4 და 1/2-ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. ტურნირში მომდევნო მეტოქის ვინაობა შეიტყო ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის გუნდმა, პოზნანის ლეხმა, რომელიც ევროთასების ამ ეტაპზე სულაც პირველად თამაშობს.

პოლონეთის მოქმედი ჩემპიონები ფიორენტინას დაუპირისპირდებიან, წარმატების შემთხვევაში კი 1/2-ფინალში ბაზელი-ნიცას წვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

ლეხის ისტორიის დაწერაში წვლილი კვეკვესკირმაც შეიტანა

1/4-ფინალური წყვილები

ლეხ პოზნანი V ფიორენტინა
გენტი V ვესტ ჰემი
აზ ალკმაარი V ანდერლეხტი
ბაზელი V ნიცა

1/2-ფინალური წყვილები

ლეხი/ფიორენტინა V ბაზელი/ ნიცა
გენტი/ვესტ ჰემი V აზ ალკმაარი V ანდერლეხტი  

კონფერენსლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი - 20 აპრილს. 1/2-ფინალური შეხვედრები 11 და 18 მაისს ჩატარდება. წყვილში დასახელებული პირველი გუნდი დაპირისპირებაში სასტარტო თამაშის მასპინძელი იქნება.

რიგით მეორე, 2022/23 წლების კონფერენსლიგის ფინალურ შეხვედრას 7 ივნისს, პრაღის "ედენ არენა" უმასპინძლებს. სლავიის საშინაო სტადიონზე უწინ 2013 წლის უეფას სუპერთასის მატჩი და ახალგაზრდული ევრო 2015-ის ფინალი ჩატარებულა. 

აქედანვე ცნობილია, რომ კონფერენსლიგის ფინალში ნომინალური მასპინძელი ლეხი-ფიორენტინა-ბაზელი-ნიცას კვარტეტში საუკეთესო გუნდი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები