- მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტის შეხვდება
- ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა სიტიზე ისაუბრა
- კვარაცხელიას და ნაპოლის გზა ჩემპიონთა ლიგაში - ვინ ვის ხვდება და როდის
- ნაგელსმანი: თუ ტიტულს მოვიგებთ, იღბალზე არავინ ისაუბრებს
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ძალიან საინტერესო წყვილები მივიღეთ. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ამ ეტაპზე გამორჩეული მანჩესტერ სიტისა და მიუნხენის ბაიერნის თამაშები იქნება.
გერმანული კლუბის მხრიდან წილისყრის შემდეგ კომენტარი ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა და "რეკორდმაისტერის" ლიდერმა თომას მიულერმა გააკეთეს.
ჰასან სალიჰამიჯიჩი წილისყრის შედეგზე: "მომწონს კარგი ბიჭების წინააღმდეგ თამაში. ჩვენები ძალიან კონცენტრირებულები არიან. ბაიერნი-სიტის წყვილი საუკეთესოა - ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო დუელი მეოთხედფინალურ ეტაპზე. რთული და უძლიერესი მეტოქე გვყავს. ეს კიდევ ერთი პატარა ფინალია. კიდევ ერთხელ ვნახავთ პეპ გვარდიოლას. თამაშებს მოუთმენლად ველოდები."
…ერლინგ ჰაალანდთან დუელზე: "ჰაალანდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ის სიტიში ძალიან კარგად თამაშობს. პსჟ-ს წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიტი ამჟამად უკეთ თამაშობს."
…სიტის ძლიერ მხარეებზე: "მათ ძალიან გამოცდილი შემადგენლობა ჰყავთ. ლაიპციგის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს. მჯერა, რომ საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ საუკეთესო თამაშების ჩატარება შეგვიძლია. გულშემატკივრებისთვის ასეთი შეხვედრები სეზონის მთავარი მომენტებია."
…ბაიერნის ძლიერ მხარეებზე: "ჩვენი გუნდი არავის ჩამოუვარდება. კონკურენცია დიდია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამჟამად თითქმის ყველა მოთამაშე მწყობრშია. პსჟ-ს წინააღმდეგ გუნდური სულისკვეთება და კარგი თამაში ვაჩვენეთ."
…თომას მიულერი სიტისთან მატჩზე: "დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პეპმა ბაიერნი დატოვა. ახლა, მის გუნდს პირველად ვეთამაშებით. ნამდვილად მოუთმენლად ველოდები ამას. მოხარული ვარ, რომ მეორე თამაში მიუნხენში გვაქვს."
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები - 9-10 და 16-17 მაისს. მანჩესტერ სიტისა და მიუნხენის ბაიერნს შორის გამარჯვებულს კი ნახევარფინალში მადრიდის რეალსა და ლონდონის ჩელსის შორის მოგებული შეხვდება.
კომენტარები