- ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მილანს დაუპირისპირდება
- ლუჩანო სპალეტიმ წილისყრა შეაფასა და როსონერის ფავორიტად მიიჩნევს
- კვარაცხელიას და ნაპოლის გზა ჩემპიონთა ლიგაში - ვინ ვის ხვდება და როდის
მაშ ასე: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მილანთან ორრაუნდიანი დაპირისპირება ელოდება.
ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წილისყრის შედეგით უკმაყოფილოა. კვარას 64 წლის დამრიგებელმა განაცხადა, რომ იტალიური მეტოქე არ სურდა. გარდა ამისა, სპალეტიმ თქვა, რომ მილანისთვის ჩემპიონთა ლიგა სახლია, ამიტომ, ფავორიტი მეტოქეა.
ლუჩანო სპალეტის ზოგადი შეფასება: "აინტრახტთან რთული მატჩები გვქონდა. როცა ყველა წინასწარ ამბობს, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე ხარ, მენტალურად დისკომფორტში გაყენებენ, რაც უკვე გააკეთეს ჩვენთან მიმართებაში გერმანელებთან თამაშის წინ, მაგრამ სულაც არ იყო ადვილი თამაში. ამ ტურნირზე თამაში ძალიან რთულია. ქალაქი, როგორიც ნეაპოლია, ისეთი გულშემატკივარი, როგორიც ჩვენ გვყავს, ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე ბოლო მატჩში ვნახეთ“.
...წილისყრის შეფასება: "მერჩივნა, იტალიურ გუნდს არ შევხვედროდით. უკვე მოვისმინე შეფასებები და მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები საუბრობენ ჩვენთვის კარგ წილისყრაზე, რადგან ჩემპიონთა ლიგა მილანის სახლია. მათ ეს ტურნირი 7-ჯერ მოიგეს და მე-2 ადგილზე არიან რეალის შემდეგ. საკმარისია იმის თქმა, რომ მილანის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ მარტომ მოიგო ეს ტურნირი 5-ჯერ... ბოლო დღეებში წავიკითხე, რომ მანჩესტერ სიტის, პსჟ-ს და მსგავს გუნდებს უჭირთ ბოლომდე გასვლა, რადგან არ აქვთ საერთაშორისო გამოცდილება. თუ ეს სიმართლეა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. როსონერიმ ტოტენჰემი გააგდო. რომელიმე ჩვეულებრივი კლუბი კი არა, ტოტენჰემი! ობიექტურები ვრჩებით. გგონიათ, რომ ბენფიკა, მილანი ან ინტერი ასე არ ფიქრობენ? მათაც შეუძლიათ იგივე მსჯელობა, რომ ისინი ფავორიტები არიან ფინალში გასასვლელად. წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ, სიტყვებით შედეგი არ მოდის".
...მილანთან 20 დღეში 3 მატჩის შესახებ: "კარგად ვიცნობთ ერთმანეთს - ისინიც გვიცნობენ და ჩვენც ვიცნობთ. მათ ჰქონდათ კრიზისი, რაც ყველა გუნდში ხდება, მაგრამ ეს მომენტი გადალახეს. ამ სამ თამაშში მოიგებს ის, ვინც კონკრეტული თამაშის დროს უკეთესი იქნება. მოკლედ, მილანი ძალიან ძლიერი მეტოქეა, ყველა თვალსაზრისით".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს, ხოლო მილანს ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ აღნიშნულ სტადიაზე ბოლოს 2011/12 წლების სეზონში იყო, ხოლო მეოთხედფინალურ ბარიერს უკანასკნელად 2007 წელს გაცდა.
ნაპოლიმ მილანი მიმდინარე სეზონში სერია A-ში სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხოლო 2 აპრილს, "სტადიო მარადონაზე" დაუპირისპირდება. მერე იქნება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები: 12 აპრილს მილანში და 18 აპრილს ნეაპოლში. ამგვარად, ეს გუნდები 16-დღიან მონაკვეთში 3-ჯერ შეხვდებიან: აღნიშნულ წყვილში საუკეთესო ნახევარფინალში ინტერი/ბენფიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარები