Thumbnail
  • ლუკა პარკაძე ზაფხულამდე გაგრაში ითამაშებს
  • ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში ბაიერნში გადავა

საფეხბურთო კლუბ გაგრას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, დინამო თბილისის ნახევარმცველი ლუკა პარკაძე ზაფხულამდე გაგრაში ითამაშებს, რის შემდეგაც ბაიერნში გაემგზავრება.

დინამოს აკადემიის აღზრდილმა ნახევარმცველმა გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 17 წლის პარკაძეს დინამოში სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა და ორივე მხარემ ფეხბურთელისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

გაგრა ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა და ერთი ქულა აქვს. პარკაძის დებიუტს 18 მარტს უნდა ველოდოთ. გაგრა დინამო ბათუმის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები