Thumbnail

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 23 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც რაგბი ევროპის ისტორიულ ფინალში საქართველოსთვის მე-15 ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში პორტუგალიას შეხვდება. ქართველებმა ნახევარფინალში რუმინეთს აჯობეს, ხოლო პორტუგალიამ ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.

რუმინეთთან მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილება განხორციელდა - 3 შერკინებაში და ერთი ხაზში. ტრავმის შემდეგ გუნდს ბექა გორგაძე დაუბრუნდა. ტრავმირებულ გიორგი კვესელაძეს სასტარტო შემადგენლობაში დემე თაფლაძე ჩაანაცვლებს.

შეხვედრა 19 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს RUGBY TV-ზე იხილავთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

კომენტარები

ბოლო ამბები