- იტალია ევრო 2024-ის შესარჩევს ინგლისთან და მალტასთან მატჩებით იწყებს
- რობერტო მანჩინიმ სკუადრა აძურაში 30 ფეხბურთელი გამოიძახა
ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები ტიტულის დასაცავად ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს, სადაც საწყის მატჩებს ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან ჩაატარებს.
"სკუადრა აძურა" 23 მარტს, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ინგლისს ნეაპოლში უმასპინძლებს, ხოლო 3 დღის შემდეგ სტუმრად მალტასთან ითამაშებს. რობერტო მანჩინიმ აღნიშნული შეხვედრებისთვის 30 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც 3 დებიუტანტია.
იტალიის ეროვნულ ნაკრებში პირველად უხმეს ლეჩეს მეკარე ვლადიმირო ფალკონეს, ტორინოს მცველ ალესანდრო ბონჯორნოსა და არგენტინული ტიგრეს თავდამსხმელ მატეო რეტეგის. ეს უკანასკნელი არგენტინელია იტალიური პასპორტით, ტიგრეში იჯარით თამაშობს, ისე კი ბოკა ხუნიორსს ეკუთვნის. გარდა ამისა, განაცხადშია უდინეზეს 17 წლის თავდამსხმელი სიმონე პაფუნდი, თუმცა ის დებიუტანტი არაა - 2022 წელს უკვე ითამაშა ნაკრებში.
იტალიის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ვლადიმირო ფალკონე (ლეჩე), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო).
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ალესიო რომანიოლი (ლაციო), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა).
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (რომა), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (მონცა), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ).
თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრიდ ნიონტო (ლიდსი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), სიმონე პაფუნდი (უდინეზე), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ტიგრე), ჯანლუკა სკამაკა (ვესტ ჰემი).
კომენტარები