Thumbnail

დაეჯახა და დააგდო - ტოჩინოშინის მესამე მოგება ჰარუ ბაშოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა სუმოისტმა მე-7 საშეჯიბრო დღეს მარტივად მოიგო
  • ტოჩინოშინს დადებითი ბალანსისთვის კიდევ 5 მოგება სჭირდება

ოსაკაში მიმდინარე სუმოს წლის მეორე სუპერტურნირზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ასპარეზობას აგრძელებს. ჰარუ ბაშოზე ტრავმებით დატანჯულმა ქართველმა გოლიათმა მე-7 ორთაბრძოლა გამართა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ტოჩიმ ენჰოს მარტივად მოუგო.

ტოჩინოშინმა ენჰოს ოშიტაოშის ილეთით მოუგო. 7 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინს სამი მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა. იმისთვის, რომ ლევანი მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნდეს, მინიმუმ 8 ბრძოლა უნდა მოიგოს, ანუ მიზნის მისაღწევად, ქართველ გოლიათს დარჩენილი 8 ბრძოლიდან ხუთში გამარჯვების მოპოვება სჭირდება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მერვე საშეჯიბრო დღეს როგა იქნება, რომელსაც 3 მოგება და 4 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები