- მერაბ შარიქაძემ პორტუგალიასთან გასამართი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- PREVIEW | საქართველო V პორტუგალია - საიუბილეო მოგება მე-15 ტიტულს მოგვიტანს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდება. ''ბორჯღალოსნები'' 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-15-ედ მოგებას ეცდებიან. ფინალამდე ერთი დღით ადრე, კაპიტნების ფოტოსესია გაიმართა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას დიდი დატვირთვა აქვს და ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
''მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ. სამწუხაროა, რომ ეს ფინალი საქართველოში არ ტარდება, მაგრამ კარგად უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არაფერს არ შეცვლის. ამ დაპირისპირებას რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს. როგორც წესი ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობთ, თუმცა ახლა ბევრი რამ ემთხვევა და ჩემპიონობის გარდა არაფერი განიხილება'', - განაცხადა შარიქაძემ.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მე-100 გამარჯვებას იზეიმებს. პორტუგალიასთან მოგებით საქართველო რაგბი ევროპაზე წაუგებელ სერიას 29 მატჩამდე გაზრდის და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლებს.
კომენტარები