- გაგრა 1:4 დინამო ბათუმი
- თორნიკე ოქრიაშვილმა 13-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშა
- დინამო ბათუმის ფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა 3 გოლი და საგოლე პასი მიითვალა
საქართველოს ჩემპიონატში თორნიკე ოქრიაშვილი დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების 31 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გაგრას მაისურით, რომელშიც კარიერა დაიწყო, 13-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ითმაშა. ეს დინამო ბათუმთან ეროვნული ლიგი მე-5 ტურის შეხვედრაში მოხდა, რომელიც გაგრელებმა ანგარიშით 1:4 დათმეს.
თბილისში, ილია კოკაიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონებს თავიდანვე დიდი უპირატესობა ჰქონდათ და სამი გოლი ჯერ კიდევ შესვენებამდე გაიტანეს. მატჩის გმირი ჯოვინო ფლამარიონი გახდა, რომელმაც თავად ჰეთ ტრიკი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი პაატა ღუდუშაურს გაატანინა. დინამო ბათუმის 26 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ეროვნული ლიგის 5 მატჩში უკვე ამდენივე გოლი და 2 საგოლე პასია.
რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მშობლიურ კლუბში ზამთარში დაბრუნებული ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. 59-ე წუთზე მისი მოწოდებული კუთხურის შემდეგ, გატანა ზურაბ მუსელიანმა მოახერხა.
გაგრასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდი 13 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და ქულით უსწრებს დინამო თბილისს, რომელიც ტურის მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს. ბათუმელები მომდევნო ტურის შეხვედრას 2 აპრილს, შინ სამგურალთან ჩაატარებენ.
გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გაგრა, რომლის აქტივში მხოლოდ ქულაა, სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება, მე-6 ტურში კი სტუმრად საბურთალოს დაუპირისპირდება (1-ელ აპრილს).
გაგრა 1:4 დინამო ბათუმი
გოლები: 0:1, 0:2 ჯოვინო (19’, 35’), 0:3 ღუდუშაური (42’), 0:4 ჯოვინო (51’), 1:4 მუსელიანი (59’)
დინამო ბათუმი (4-2-3-1): ჩიჩკანი - მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, ბაგრატიონი - ტეიდი (46' ვიდაკოვიჩი), ალთუნაშვილი (58' ლიტვინენკო) - ღუდუშაური (85' ხარებავა), ბიძინაშვილი (58' კვერნაძე), ზარია - ჯოვინო (64' კონატე).
კომენტარები