Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ნორვეგიასა და შოტლანდიასთან მატჩებისთვის
  • ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 12 ფეხბურთელი არ გამოიძახა

ესპანეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

დე ლა ფუენტემ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლუის ენრიკე შეცვალა. მისი დებიუტი "ფურია როხაში" 25 მარტს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ შედგება, მატჩი მალაგაში გაიმართება, ხოლო 28 მარტს, ესპანელები გლაზგოში, შოტლანდიას ეთამაშებიან.

აღსანიშნავია, რომ დე ლა ფუენტემ მუნდიალის შემდეგ შემადგენლობა საკმაოდ გადაახალისა. მიუხედავად ამისა, დებიუტანტი მხოლოდ 2 ფეხბურთელია: ესპანიოლის თავდამსხმელი ხოსელუ და ოსასუნას მცველი დავიდ გარსია. ცნობილია, რომ უახლოეს სანაკრებო შეკრებაზე ესპანეთს ალვარო მორატა უკაპიტნებს.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: კეპა არიზაბალაგა (ჩელსი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), დავიდ რაია (ბრენტფორდი).

მცველები: ხოსე გაია (ვალენსია), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), დანი კარვახალი (რეალი), ალექს ბალდე (ბარსელონა), ინიგო მარტინესი (ბილბაო), დავიდ გარსია (ოსასუნა), პედრო პორო (ტოტენჰემი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მიკელ მერინო (სოსიედადი), პედრი (ბარსელონა), გავი (ბარსელონა), დანი სებალიოსი (რეალი).

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო), დანი ოლმო (ლაიფციგი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ბრაიან ხილი (სევილია), იაგო ასპასი (სელტა), ხოსელუ (ესპანიოლი), ჟერარ მორენო (ვილიარეალი).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებიცაა. ვილი სანიოლის გუნდს "ფურია როხას" წინააღმდეგ თამაში 8 სექტემბერს (შინ) და 19 ნოემბერს (ვალიადოლიდში სტუმრად, ბოლო ტურში) მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები