Thumbnail
  • სქაიჰოუკსი 132:126 (ოტ) გოლდი
  • გიორგი ბეჟანიშვილი: 32 წუთი - 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილმა რეგულარულ სეზონში მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა და 11 მოხსნა, მისმა კოლეჯ პარკ სქაიჰოუკსმა კი გიორგის ყოფილი გუნდი გრანდ რაპიდს გოლდი 132:126 დაამარცხა. 

23 წლის ქართველმა ფორვარდმა 32 წუთი ითამაშა, მან თამაშიდან 9-დან 6 ბურთი მოათავსა კალათში, საჯარიმოს ხაზიდან კი უნაკლოდ ისროლა. 11-დან 3 მოხსნა მეტოქის ფარზე მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 პასიც. მატჩში საუკეთესო ბეჟანიშვილის თანაგუნდელი ტაირის მარტინი იყო 46 ქულით. აღსანიშნავია, რომ ოვერტაიმის ბოლო წამებზე ტაირისს სამქულიანი გიორგიმ ჩააგდებინა. 

სქაიჰოუკსი 15-13 ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. 18 მარტს ეს გუნდები ისევ ერთმანეთს ხვდებიან. გიორგი ბეჟანიშვილი რეგულარულ სეზონში საშუალოდ 9.5 ქულას აკეთებს, მის ანგარიშზეა 5.6 მოხსნა და 2.0 პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები