- 📅 19 მარტი | 🏟 გრანდე ტორინო | ⌚ 18:00 | ⚽ ტორინო V ნაპოლი
- ივან იურიჩის ნაპოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია
- PREVIEW | კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებამდე ტორინო ელოდება
- ლუჩანო სპალეტი: კვარას კისრის ძარღვი დაბერილი უფრო მომწონს
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრად ტორინოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ლუჩანო სპალეტის გუნდზე ძალზე პოზიტიურად ისაუბრა. გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
"არასდროს მინახავს ასეთი იტალიური გუნდი. მათ ბევრი ვარსკვლავური მოთამაშე არ ჰყავთ, მაგრამ შთამბეჭდავად კომპაქტურად თამაშობენ. ყველაფერში ფანტასტიკურები არიან, ასეთი გუნდები ევროპაშიც ცოტა თუ ყოფილა", - თქვა ხორვატმა სპეციალისტმა, რომელსაც ასევე ჰკითხეს, როგორ უნდა გააჩერონ ხვიჩა კვარაცხელია:
"კვარას ვერ გააჩერებ. შეგიძლია ორმაგი მეურვეობით ეთამაშო, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისუფალ ადგილებს ტოვებ მარიო რუისთვის ან ნახევარმცველებისთვის. კოფი ჯიჯიმ პირველი მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა, თუმცა არ ვიცი, შეუძლია თუ არა, ხვალ თამაში. კვარას წინააღმდეგ უბრალოდ, პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედი გქონდეს, რომ მისი დღე არ იქნება".
ნაპოლის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 68 ქულით ლიდერობს და 18 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ მილანის ინტერს. რაც შეეხება სპალეტის გუნდის მომავალ მეტოქეს, ივან იურიჩის გაწვრთნილი ტორინო 37 ქულით ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში შარშან ზაფხულს, დინამო ბათუმიდან გადავიდა და სწრაფად იქცა არამხოლოდ იტალიური, მთლიანად ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად. 22 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.
კომენტარები