- ტიტები 87:93 ოლიმპი
- დავით როგავას გუნდის მე-14 მოგება სუპერლიგაში
სუპერლიგის მორიგ ტურში დავით როგავას ოლიმპმა ტიტებს 6 ქულით აჯობა - 93:87. ოლიმპი ბოლო მეოთხედის წინ 11 ქულას აგებდა და გადამწყვეტ მეოთხედში მეტოქეს 17 ქულით მოუგო, რითიც სეზონში მე-14 გამარჯვება იზეიმა.

ტიტებმა წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ დიდი უპირატესობა შეიქმნა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როგავას გუნდმა ბოლო პერიოდში დაცვაში მაგრად ითამაშა და მეტოქეს 34:17 მოუგო.
ოლიმპს მთავარი ლიდერი დრუ კუქსჰაუზენი დაუბრუნდა, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მატჩის MVP ლინტონ აკლიესე გახდა, მან 32 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელს, გივი ბაქრაძესა და კიდევ ერთ ლეგიონერ ობრი მაკალპინს 10-10 ქულა ჰქონდათ. ლუკა კალატოზიშვილმა კი მატჩი 9 ქულით დაასრულა. ოლიმპი 31 ქულით ლიგის ლიდერია და მომდევნო მატჩს საქართველოს თასზე კავკასიასთან გამართავს.
კომენტარები