Thumbnail

ფრე თელავში - დინამო თბილისმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თელავი 2:2 დინამო თბილისი
  • გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ქულები ამ სეზონში პირველად დაკარგა

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში დინამო თბილისი თელავს ესტუმრა და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 35-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, მაგრამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

დინამო მე-15 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, ხოლო 20 წუთში უსმანე კამარამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და დინამო ორი ბურთით წინ გაიყვანა. თელაველებმა პირველივე ტაიმში შეძლეს ერთი ბურთი გაქვითვა, საბა ფირანიშვილმა 44-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა და ტაიმი 1:2 დასრულდა.

თელავმა მეორე ტაიმში იმედა აშორტიას გოლით გაათანაბრა, რის შემდეგაც შეხვედრაში არაფერი შეცვლილა და მატჩი 2:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დინამო ბათუმმა ამ ტურში გაგრას დიდი სხვაობით მოუგო, პირველ ადგილზე მაინც დინამო თბილისი დარჩა.

დინამო თბილისი მომდევნო ტურში ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ ითამაშებს. რაც შეეხება თელავს, გია ცეცაძის გუნდი 5 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში ქუთაისის ტორპედოს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები