- 📅 25 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 18:00 | ⚽ საქართველო V მონღოლეთი
- 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
- ეროვნულ გუნდში ერთი იძულებითი ცვლილებაა, ერთიც მატება
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა - მონღოლეთთან (25 მარტი) ამხანაგური თამაშისა და ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის I ტურის მატჩისთვის ნორვეგიასთან (28 მარტი) დავით ხოჭოლავას ნაცვლად ბათუმის მცველი მამუკა კობახიძე მოემზადება.
კოპენჰაგენის მცველმა დავით ხოჭოლავამ მუხლის ტრავმა მიიღო და ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლმა მის ნაცვლად კობახიძეს დაუძახა, რომელიც ნაკრების ამ შემადგენლობაში დინამო ბათუმის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ლუკა ლოჩოშვილი (სერია A-ს კრემონეზე) კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა.
ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა, დინამო თბილისის საყრდენი ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა. ის მხოლოდ 17 წლისაა და ეროვნული გუნდის დებიუტანტია. ასე რომ, სანიოლის გუნდი 26-კაციანი შემადგენლობით მოემზადება.
საქართველოს ნაკრები მონღოლეთისა და ნორვეგიისთვის
მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: გურამ კაშია, საბა კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, მამუკა კობახიძე, ჯიმი ტაბიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ბერიძე, გაბრიელ სიგუა.
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, დავით ვოლკოვი.
კომენტარები