Thumbnail

სანაძის მაგარი მატჩი - ანორთოსისმა კერავნოსთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანორთოსისი 72:77 კერავნოსი
  • ქართველმა კალათბურთელმა 21 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა

დუდა სანაძის ანორთოსისმა კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში კერავნოსს უმასპინძლა და 72:77 წააგო.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:47 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. 

ანორთოსისს კვიპროსის ჩემპიონატში 9 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა. დუდას გუნდი 28 ქულით მე-6 ადგილზეა და რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს პარალიმნის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები