Thumbnail
  • ლაგუნა შარკსი 60:86 ვოლუნტარი
  • ფევაძის 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ალექსანდრე ფევაძის ლაგუნა შარკსმა რუმინეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგო. პეტროლულმა ფევაძის გუნდს 26 ქულით მოუგო - 86:60.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა ოთხივე პერიოდი წააგო. ფევაძემ პარკეტზე ზუსტად 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულას, 7 მოხსნას, 2 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ალექსანდრემ 11-დან 4 ორქულიანი და 3-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო.

ლაგუნა შარკსი რუმინეთის ჩემპიონატის წაგებულთა ჯგუფში მე-7 ადგილზეა და მხოლოდ მიერკურეას უსწრებს. ალექსანდრეს გუნდი მომდევნო ტურში ტარგუ მურეშს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები