- ობრადოირო 58:78 ტენერიფე
- გიორგი შერმადინის 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი
გიორგი შერმადინის ტენერიფემ ლიგა ენდესას 23-ე ტურში სტუმრად ობრადოიროს 20 ქულით მოუგო - 78:58. მასპინძლებმა ძალიან სუსტად ითამაშეს და სამ პერიოდში მხოლოდ 35 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული.
ტენერიფემ მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო. შერმადინის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 14 ქულას იგებდა და მატჩი გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა.
გიორგიმ პარკეტზე 23:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფემ სეზონში მე-16 მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზეა. შერმადინის კლუბი მომდევნო ტურში გრან კანარიას უმასპინძლებს.
კომენტარები