Thumbnail
  • რუანი 1:2 მეცი
  • ბორდო 1:0 ნიმი

საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში სტუმრად 2:1 მოიგო გიორგი მიქაუტაძის მეცმა. ქართველმა ფორვარდმა 89-ე წუთამდე ითამაშა (მეცმა გოლი მერე გაუშვა) და საგოლე პასი მიითვალა. მე-80 წუთზე ჰაბიბ მაიგამ ანგარიში 2:0 თავურით მას მერე გახადა, რაც ქართველმა ფორვარდმა კუთხური უნაკლოდ შეასრულა.

ეს გიორგი მიქაუტაძის მე-7 საგოლე პასია ლიგა 2-ში. მის ანგარიშზე 14 გოლი და 7 ასისტია, ზუსტად ასეთივე შედეგი აქვს ჟან-ფილიპ კრასოს სენტ ეტიენიდან. ამ ტურიშ კრასო გიორგის გოლებით დაეწია, ხოლო გიორგი კოტდივუარელს - საგოლე პასებით. მეცს 48 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. გიორგი და კომპანია ელიტაში გადასვლისთვის ბრძოლას 1-ელ აპრილს, სანაკრებო პაუზის შემდეგ გააგრძელებს, როცა ლავალს უმასპინძლებს. 

ზურიკო დავითაშვილი ნიმის წინააღმდეგ

1:0 გაიმარჯვა ზურიკო დავითაშვილის ბორდომ, რომელმაც შინ ნიმი დაამარცხა. ქართველი შემტევი 67-ე წუთზე გამოცვალეს, გამარჯვების გოლი ნიგერიელმა მაჯამ (მე-12 გოლი სეზონში) 81-ე წუთზე გაიტანა. სანამ ზურიკო მოედანზე იყო, ის ბორდოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ბორდო 50 ქულით მეორე ადგილზეა, ეს ადგილი კი ლიგა 1-ის საგზურს იძლევა. 3 აპრილს ბორდო გენგამს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები