- რომან დოლიძე მარვინ ვეტორისთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
- ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მეორედ წააგო
ლონდონში გამართულ UFC 286-ის ღონისძიებაზე საშუალო წონის მეცხრეადგილოსანი რომან დოლიძე (12-1) რეიტინგის მეოთხე ნომერ მარვინ ვეტორის (18-6) დაუპირისპირდა და მსაჯების სადავო გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ბრძოლა საღამოს მეინ ქარდზე შედგა და ძალიან მაგარი გამოვიდა. პირველ რაუნდში ქართველმა იტალიელს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, ვეტორი არ დაფინიშდა, მაგრამ ყველა ლოგიკით რაუნდი რომანის უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ-ერთმა მსაჯმა ისიც ვეტორის დაუწერა. მეორე რაუნდში თუ მცირე უპირატესობა მარვინს ჰქონდა, მესამეში კი აშკარად რომანს, თუმცა მსაჯებმა სხვანაირად გადაწყვიტეს. ორმა რეფერიმ ვეტორის სასარგებლოდ 29:28 დაწერა, ერთმა კი 30:27, რაც რეალობას აცდენილი გახლდათ.
რომანმა 4 მოგების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა და საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილზე დარჩება.
კომენტარები