- კლიპერსი 108:113 ორლანდო
- გოგა ბითაძე - 15 წუთი: 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა
NBA-ს რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ლოს ანჯელესში კლიპერსი 113:108 დაამარცხა. სათამაშო დრო ქართველმა ცენტრმა ამ მატჩშიც მიიღო - 15:05 წუთი.
სამწუხაროდ, გოგამ დარბაზი უქულოდ დატოვა, მან ორჯერ ესროლა თამაშიდან (აქედან ერთი პერიმეტრიდან), მაგრამ არაზუსტად. მის აქტივში 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაა. გამარჯვებულთა რიგებში ვენდელ კარტერმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 12 მოხსნა, მარკელ ფულტცმა კი 28 ქულა ჩააგდო. კლიპერსის რიგებში საუკეთესო პოლ ჯორჯი იყო 30 ქულითივიცა ზუბაჩმა 16 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.
71 მატჩის შემდეგ ორლანდოს 29-42 ბალანსი აქვს და სეზონის ბოლომდე 11 მატჩი რჩება. გოგას გუნდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პლეი ინში მოხვედრის შანსებს. 20 მარტს (05:30 თბილისის დროით) მეჯიქი ლოს ანჯელესშივე ლეიკერსს დაუპირისპირდება.
კომენტარები