- ატლეტიკო 3:0 ვალენსია
- 3 აპრილს ვალენსია რაიო ვალეკანოს უმასპინძლებს
გიორგი მამარდაშვილმა ატლეტიკოს ფეხბურთელების სამი დარტყმა მოიგერია, აქედან მინიმუმ ორს საგოლე ეთქმოდა, ერთს კი... მე-20 წუთზე მემფის დეპაის ლამის სეზონის გოლი გაჰქონდა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა კვირის "სეივი" შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, მამარდაშვილის გმირობები ვალენსიას ვერ შველის, რადგან გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს, დაცვის ხაზი კი კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ატლეტიკომ იოლად, 3:0 გაიმარჯვა.

ვალენსია 26 ქულით მე-17 პოზიციაზეა, თუმცა შესაძლოა, გავარდნის ზონაშიც ჩაეშვას, თუკი ხეტაფე კვირას სევილიასთან ქულას მაინც მოიპოვებს.
ატლეტიკო 3:0 ვალენსია
გოლები: 1:0 გრიზმანი (23. ლორენტეს პასით), 2:0 კარასკო (49. დე პაულის პასით), ლემარი (67. მორატას პასით).
კომენტარები