- ირლანდია 29:16 ინგლისი
- ირლანდიის ნაკრებმა 6 ერის ყველა მატჩი მოიგო
ირლანდიის მორაგბეთა ნაკრები 6 ერის გამარჯვებულია. ირლანდიელებმა ბოლო ტურში ინგლისს 29:16 მოუგეს და გათამაშება 5 გამარჯვებით დაასრულეს. მასპინძლებმა 'ავივა სტედიუმზე' ტაიმი 10:6 მოიგეს, ინგლისი მეორე ტაიმში მოედანზე 14 კაცით იყო და ირლანდიელებმა მეტოქეს 3 ლელო დაუდეს.
ირლანდიამ 6 ერი გრანდ სლემით მოიგო. მათ ყველა მატჩში გაიმარჯვეს და 6 ერისგან დამატებით 3 ქულა მიიღეს. ირლანდია 27 ქულით ტურნირის გამარჯვებული გახდა. ირლანდიამ 6 ერი მეხუთედ მოიგო. მათ ბოლოს 6 ერის მოგება 2018 წელს შეძლეს.
საფრანგეთი მეორე ადგილზე გავიდა. ფრანგებმა ბოლო ტურში უელსს 41:28 სძლიეს, ხოლო შოტლანდიამ იტალიას 26:14 აჯობა და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.
კომენტარები