Thumbnail

ლეონ ედვარდსმა კამარუ უსმანი მეორედ დაამარცხა და ქამარი დაიცვა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ლეონ ედვარდსმა კამარუ უსმანს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო
  • იამაიკელმა ნიგერიელს ზედიზედ მეორე დაპირისპირებაში სძლია

UFC-ის ნახევრადმსუბუქ წონაში ჩემპიონი ლეონ ედვარდსი (21-3) კამარუ უსმანს (20-3) კარიერაში მესამედ, ქამარზე ჩხუბში მეორედ დაუპირისპირდა და ნიგერიელი მეტოქე ზედიზედ მეორედ დაამარცხა. თუ წინა ბრძოლაში იამაიკელმა უსმანი მეხურე რაუნდში გათიშა, ამჯერად ედვარდსმა მსაჯების გადაწყვეტილებით (უმეტესობით) სძლია. 

ლეონმა კამარუს შეხვედრის მანძილზე 120 გამორჩეული დარტყმა მიაყენა, საპასუხოდ 87 მიიღო. ნიგერიელმა ედვარდსის პარტერში გადაყვანა 15-ჯერ სცადა, მართალია 4-ჯერ გამოუვიდა, თუმცა განსაკუთრებული შედეგი ამ თეიქდაუნებს არ მოჰყოლია და ლეონი ფეხზე წამოდგომას მალე ახერხებდა. ოქტაგონის ღობეზე ხელით ჩაჭიდების გამო მატჩის არბიტრმა ჰერბ დინმა იამაიკელს 1 ქულა დააკლო, თუმცა ამ სასჯელმა შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. 3-დან ორმა მსაჯმა 4 რაუნდი ლეონს მისცა, ერთმა ედვარდსის სასარგებლოდ 3 რაუნდი დაწერა. დაკლებული 1 ქულის გამო საერთო ქულები ასე დაიწერა: 48:46, 48:46 და 47:47. 

31 წლის იამაიკელმა ტიტული პირველად დაიცვა, 35 წლის ნიგერიელმა კი ქამრის 5-გზის დაცვის შემდეგ ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო. ლეოდ ედვარდს მომდევნო ჩხუბის ჩატარება ხორხე მასვიდალთან (35-16) სურს, რომელთანაც ოქტაგონს გარე კონფლიქტი აკავშირებს. თუ მასვიდალი გილბერტ ბარნსს (21-5) დაამარცხებს, სავარაუდოდ, მათი ჩხუბი გამორიცხული არაა, თუმცა UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითის თქმით, მომდევნო მებრძოლი, რომელიც სატიტულო მატჩს ჩაატარებს კოლბი კოვინგტონი (17-3) გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები