Thumbnail

'მადლობა მხარდაჭერისთვის, დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ' - რომან დოლიძე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ქართველი გუშინ მარვინ ვეტორისთან ქულებით დამარცხდა
  • რომანს MMA კარიერაში ეს მეორე მარცხია - ისევ გადაწყვეტილებით

რომან დოლიძე გუშინ, UFC-ის ლონდონის საღამოზე, საშუალო წონის ერთ-ერთ ელიტარულ მებრძოლს - იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და 3 რაუნდის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით ქულებით წააგო.

"დიდი მადლობა თანადგომისთვის, დანარჩენი თქვენით განსაზღვრეთ. მადლობა ყველას!" - დაწერა რომანმა ბრძოლის შემდეგ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე. აშკარაა, რომ ქართველი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რასაც ობიექტური მიზეზი შეიძლება გააჩნდეს.

ბევრისთვის გასაკვირად, რომანმა საკუთარ არსენალში ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი - გრეპლინგი არ გამოიყენა. ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე, მარვინ ვეტორიმ განაცხადა, რომ მომედევნო ბრძოლა ტიტულისთვის - ალექს პერეირას წინააღმდეგ სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები