Thumbnail

'20 წელია გუნდშია და ერთი ტიტული ვერ მოიგო' - კონტემ ტოტენჰემში ყველას გადაუარა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ანტონიომ პრესკონფერენციაზე ყველა გალანძღა
  • საუთჰემპტონთან დაკარგულმა ქულებმა, იტალიელი გაამწარა

ტოტენჰემ ჰოთსპურმა საუთჰემპტონთან თითქმის მოგებულ მატჩში, ბოლო წუთებზე ქულები მაინც გაანიავა და შეხვედრა ფრედ - 3:3 დასრულდა. ამ ფაქტით და ფეხბურთელების ქმედებით განრისხებულმა კონტემ პრესკონფერენციაზე კლუბში ყველას - ფეხბურთელებს, ჟურნალისტებს და კლუბის მფლობელსაც გადაუარა.

"ასე თამაშს აქ მიჩვეული არიან. რამე ღირებულისთვის კი არ თამაშობენ?! წნეხის და სტრესის ქვეშ თამაში არ უნდათ, ეს არის ტოტენჰემის ამბავი ბოლო წლებში. 20 წელია გუნდის მფლობელი გუნდშია და ჯერ ერთი თასიც კი არ მოუგია... რატომ?" - ამბობდა იტალიელი პრესკონფერენციაზე.

"გეყოფათ ფეხბურთელების დაცვა, ისინი უამრავ ფულს იღებენ კლუბისგან და არაფერს არ აკეთებენ. რისთვის ვშრომობთ ამ გუნდში ხალხი? მეშვიდე და მერვე ადგილისთვის? დიდი ბოდიში, მაგრამ ამას მე მიჩვეული არ ვარ."

კომენტარები

ბოლო ამბები