Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინის მე-5 მარცხი საგაზაფხულო სუპერტურნირზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუსეთში დაბადებულ როგას პირველად გაეჯიბრა და უვატენაგეთი წააგო
  • ტოჩინოშნს დადებითი ბალანსისთვის 7-დან 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება

35 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კარიერაში პირველად დაუპირისპირდა რუსეთში დაბადებულ 24 წლის როგას და რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოს აღმოსავლეთის მე-5 ნომერთან უვატენაგეთი წააგო.

ტოჩინოშინი სასტარტო შეჯახების შემდეგ სასურველი ჩავლების დაფიქსირებას ცდილობდა, როდესაც მეტოქემ ის გვერდულად დაიქნია და დოჰიოზე დაანარცხა.

ახლა, ქართველ სეკიტორს 3 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა და იმისთვის, რომ წოდებაში დაქვეითებას გადაურჩეს, დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან ხუთის მოგება სჭირდება.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 ნომერი ჩიიომარუ დადგება, რომელსაც კარგი დროება ნამდვილად არ უდგას.

31 წლის იაპონელს ჰარუ ბაშოზე რვავე ორთაბრძოლა წაგებული აქვთ და თან ქართველ სუმოისტთან უარყოფითი ბალანსი გააჩნია – 3 მოგება, 6 მარცხი.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ქართველი სუმოისტი ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ირჯება და 9 მოგების შემთხვევაში, მაკუუჩი დივიზიონს გარანტირებულად დაუბრუნდება, თუმცა, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად მინიმალური კაჩი-კოშიც (დადებითი ბალანსი, 8-7) ეყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები