Thumbnail

წყალბურთი | U17 საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა წყალბურთელებმა ჩეხეთს, კვიპროსსა და ლიეტუვას მოუგეს
  • ევროპირველობას  8-15 აგვისტოს თურქეთის ქალაქი მანისა უმასპინძლებს

საქართველოს 17 წლამდელთა წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ევროპირველობის A საკვალიფიკაციო ჯგუფს თბილისმა უმასპინძლა და ქართველმა წყალბურთელებმა სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს: 12:8 – ჩეხეთთან, 16:5 – კვიპროსთანა და 12:6 – ლიეტუვასთან.

ქართველმა წყალბურთელებმა ლიეტუვა 12:6 დაამარცხეს
📷 | საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია

ცნობისთვის, სულ 4 საკვალიფიკაციო ჯგუფი იყო და ფინალურ ეტაპზე საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი, უკრაინა, მალტა და პოლონეთიც გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 1 აპრილს შედგება, თავად ტურნირი კი 8-15 აგვისტოს თურქეთის ქალაქ მანისაში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები