Thumbnail

გასვლითი შეხვედრა - მადრიდში, ნიკოლოზ შერაზადიშვილთან

  • ჩვენს YouTube-ზე "გასვლითი შეხვედრის" ახალი სეზონის მე-2 ეპიზოდის პრემიერა შედგა
  • ევროპოპის გადამღები ჯგუფი ამჯერად მადრიდში, ნიკოლოზ შერაზადიშვილთან იმყოფებოდა
  • როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე

ესეც ასე! ვიცით, ბევრი ელოდით და ეს დღეც დადგა.

ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - ჩვენს YouTube არხზე განსაკუთრებული პროექტის, "გასვლითი შეხვედრის" 2023 წლის სეზონის ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდა.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად მადრიდში იმყოფებოდა, სადაც ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი გადავიღეთ. როგორია ესპანეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე ძალიან წარმატებული ქართველი სპორტსმენის ყოველდღიურობა მადრიდში? როგორ ცხოვრობს და როგორი საზოგადოების წევრია ძიუდოისტი, რომელმაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ მიაღწია იმდენს, რომ მადრიდთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში, ერთ-ერთი ქუჩა სწორედ მისი სახელობის გახდა.

ვფიქრობთ, შერაზადიშვილთან სტუმრობა ძალიან საინტერესო გამოვიდა და გვჯერა, რომ ვიდეოს ნახვისას ამაში თქვენც დარწმუნდებით. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვსტუმრობთ, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავა იყო. მეორე ეპიზოდის გადასაღებად ლიონში ჩავედით, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრებს, დავით ნინიაშვილს და ბექა საღინაძეს შევხვდით. ამის შემდეგ იყო შეხვედრა გრაცში, ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც ავსტრიული შტურმის და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მეოთხე სერიაში კი ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გაგაცანით ახლოს, რომლებსაც პოლონეთის ქალაქ პოზნანში ვესტუმრეთ. პირველი სეზონი 2022 წლის ბოლოს, გურამ კაშიასთან სტუმრობით დაიხურა. ახალი სეზონი კი თებერვლის ბოლოს, გიორგი შერმადინთან ტენერიფეში სტუმრობით გავხსენით.

კომენტარები

ბოლო ამბები