- სან ანტონიო სპურსს არაერთი ტრავმირებული კალათბურთელი ჰყავს
- Cbs sports წერს, ჰოუქსთან მატჩში, შესაძლოა, მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყოს
სან ანტონიო სპურსის ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში მეორედ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. როგორც Cbs sports წერს, ამის მიზეზი კლუბში არსებული ტრავმიანობაა.
პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ ატლანტა ჰოუქსთან მოახლოებულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს პოლონელი კალათბურთელი ჯერემი სოხანი. ის მემფის გრიზლისთან გასულ მატჩში დაშავდა და მომჯობინება ვერ მოასწრო.

ამას გარდა, საეჭვოა სპურსის სხვა ფორვარდების დაგ მაკდერმოტისა და კეიტა ბეიტს-დიოპის თამაშიც. სწორედ ამიტომ Cbs sports ვარაუდობს, რომ ჰოუქსთან მატჩში მამუკელაშვილს საკმაო წუთები მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სანდროს სათამაშო დრომ ისედაც მოიმატა. დალასთან მატჩში ის პირველად გამოჩნდა სან ანტონიოს სასტარტო ხუთეულში და 33 წუთში 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ბოლოს კი, მემფისელებთან 23 წუთში 6 ქულა და კარიერისთვის სარეკორდო – 14 მოხსნა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ გრეგ პოპოვიჩის მიერ დარიგებულ სპურსს 18 მოგება და 52 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, ატლანტა ჰოუქსთან მატჩი კი დღეს, 00:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები