- ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ფინალში პოლონეთი დაამარცხეს
- ნაკრების ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.
იტალიის ქალაქ პიზაში გამართული ტურნირი ქართველი ეტლით მოფარიკავეების ტრიუმფით დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა, მსოფლიო თასზე უნგრეთი (45:40) და ტაილანდი (45:23) დაამარცხა და ფინალში გააღწია, სადაც პოლონეთს დამაჯერებლად – 45:30 სძლია და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.
ცნობისთვის, საქართველოს ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ.
კომენტარები