Thumbnail

საფეხბურთო ომში ლაციომ მოიგო - ვნებათაღელვა რომაულ დერბიში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლაციო 1:0 რომა | გოლი: 1:0 ძაკანი (65)
  • ლაციომ სეზონში ორივე დერბი 11 წლის შემდეგ მოიგო

რომაულ დერბიში ერთი რამ არასდროს იცვლება და არც შეიცლება: როცა ერთმანეთს რომა და ლაციო ხვდებიან, ყოველთვის ომია.

სტადიო "ოლიმპიკოზე" სერია A-ს 27-ე ტურში ლაციომ რომას უმასპინძლა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ფეხბურთის თამაშზე მეტად ომი იყო, რომელშიც ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ამიტომაცაა, რომ ორივე გუნდის სათადარიგო სკამიდან გუნდის თითო წარმომადგენელი პირველივე ტაიმში გააძევეს, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს.

წითელი ბარათი იყო თამაშშიც: 32-ე წუთისთვის რომას მცველმა როჟერ იბანიესმა 2 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა. ამან მაურიციო სარის გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა, ლაციო გაცილებით კარგი იყო, რაც შედეგშიც ასახა. რუი პატრისიომ რომა არაერთხელ გადაარჩინა, მაგრამ 65-ე წუთზე მატია ძაკანის დარტყმას ვერ გაუმკლავდა. დერბი დელა კაპიტალე "არწივებმა" მოიგეს და დიდი ზეიმიც მოაწყვეს.

ლაციომ რომას სერია A-ში მიმდინარე სეზონში ორივე თამაში მოუგო, რაც 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოახერხა.

ლაციო ამ გამარჯვებით მე-2 ადგილზე გადავიდა 52 ქულით, ხოლო რომას 47 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჟოზე მოურინიოს გუნდი სულ რაღაც ერთ ქულაშია. სხვათა შორის, დისკვალიფიკაციის გამო პორტუგალიელი არ იყო სათადარიგო სკამზე, თორემ, ლამაზ დერბის უდავოდ უფრო გაალამაზებდა...

ლაციო 1:0 რომა

გოლი: 1:0 ძაკანი (65).

გაძევება: იბანიესი (32).

ლაციო (4-3-3): პროვედელი - მარუშიჩი, კაზალე, რომანიოლი, ჰისაი - მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი, ლუის ალბერტო - პედრო (88. ბაშიჩი), ფელიპე ანდერსონი, ძაკანი (81. კანჩელიერი).

რომა (3-4-2-1): რუი პატრისიო - მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი - ჟალევსკი, კრისტანტე, ვაინალდუმი (67. მატიჩი), სპინაცოლა - დიბალა (46. ლორენტე, 79. ელ შაარავი), პელეგრინი (84. სოლბაკენი) - ბელოტი (67. აბრაჰამი).

კომენტარები

ბოლო ამბები