Thumbnail
  • მილანი 69:75 ბოლონია
  • ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბოლონიელები უმთავრეს კონკურენტ ემპორიო არმანი მილანოს სტუმრობდნენ 75:69 მოიგეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.

თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ეს, ვირტუსელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ბოლონიელებმა 18 მოგება და 4 მარცხი მოაგროვეს და როგორც აღვნიშნეთ, პირველ პოზიციაზე დამკვიდრდნენ, მომდევნო მატჩი კი 26 მარტს, შინ, პეზაროსთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები