Thumbnail

ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავიდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა და ეს, ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა (აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელს გვქონდა).

ქართველი მორაგბეების წინსვლა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება განაპირობა. შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილმა შეგირდებმა პორტუგალიის ნაკრებს 38:11 სძლიეს და კლასიფიკაციაში 0.30 ქულა შეიმატეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 76.23 ქულა მოაგროვა და მე-11 ადგილიდან სამოა (76.03) დააქვეითა. ახლა, ბორჯღალოსნების სამიზნე უკვე იაპონიაა, რომელსაც 77.39 ქულა და მოწინავე ათეულს აგვირგვინებს.

ქართველ მორაგბეებს მომდევნო მატჩები ზაფხულში ელით, როდესაც სამ ტესტს ჩაატარებენ: 12 და 19 აგვისტოს, შესაბამისად, რუმინეთსა და აშშ-ს უმასპინძლებენ, 26 აგვისტოს კი შოტლანდიას ესტუმრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები