- ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს კლასიფიკაციაში 132-ე ადგილზე იმყოფება
- მაიამიში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბრაზილიელი ფელიპე მელიგენი ალვეში იქნება
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ვარდნას განაგრძობს.
დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ბასილაშვილმა 14 ადგილით დაქვეითდა და 446 ქულით 132-ე ადგილზეა. საინტერესოა, რომ ნიკა ასეთ დაბალ პოზიციაზე 2015 წლის ივნისის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ის 153-ე საფეხურზე იმყოფებოდა.
ამჟამად, ბასილაშვილი მაიამიში იმყოფება და დღეიდან ადგილობრივი მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 800 000 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ეცდება.
საქართველოს პირველი ჩოგანი Miami Open presented by Itau-ს კვალიფიკაციაში მე-16 ნომრადაა განთესილი და საწყის წრეში 25 წლის ბრაზილიელ ფელიპე მელიგენი ალვეშს (164-ე რეიტინგში) გაეჯიბრება.
თუკი ნიკამ აღნიშნული ბარიერი დასძლია, საკვალიფიკაციო ბადის გადამწყვეტ შეხვედრაში ეკვადორელ ემილიო გომეზსა და ყაზახ ტიმოფეი სკატოვს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
კომენტარები