- ბასილაშვილი 4:6, 6:1, 1:6 მელიგენი ალვეში
- ქართველ ჩოგბურთელს ზედიზედ 5 მარცხი მოუგროვდა
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 800 000 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, კვალიფიკაციაში პირველივე მატჩი წააგო.
Miami Open presented by Itau-ს საკვალიფიკაციო ტურნირში მე-16 ნომრად განთესილი ბასილაშვილი სასტარტო შეხვედრაში 25 წლის ბრაზილიელ ფელიპე მელიგენი ალვეშს (164-ე რეიტინგში) გაეჯიბრა და 4:6, 6:1, 1:6 წააგო.
თამაში დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა და ბასილაშვილს 9 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, 5-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო, თანაც ბრეიკი-პოინტი ვერცერთხელ გადაარჩინა.
საინტერესოა, რომ მელიგენი ალვეშს ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული, თუმცა, ბასილაშვილს მაინც აჯობა, ქართველ ჩოგბურთელს კი ასევე მიჯრით 5 მარცხი მოუგროვდა.
გასაკვირი არაა, რომ ფონზე ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ვარდნას განაგრძობს. დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ის 14 ადგილით დაქვეითდა და 446 ქულით 132-ე ადგილზეა. ნიკა ასეთ დაბალ პოზიციაზე 2015 წლის ივნისის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ის 153-ე საფეხურზე იმყოფებოდა.
კომენტარები