Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინმა მე-7 ბრძოლა წააგო და დოჰიო ტრავმირებულმა დატოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა მარცხენა მხარი იტკინა და დანებება მოუწია
  • არაა გამორიცხული, ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოს ნაადრევად დასრულება მოუხდეს

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მორიგი მარცხი განიცადა, კიდევ უფრო ცუდი კი ისაა, რომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ჰარუ ბაშოს ნაადრევად დასრულება მოუხდეს.

ტოჩინოშინი, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ირჯება, დღეს, დასავლეთისვე მე-4 ნომერ ოშომას გაეჯიბრა და ფუმიდაშით წააგო. ქართველ სეკიტორს კარგი შეტევა ჰქონდა და 25 წლის მონღოლი დოჰიოს კიდესთან ჰყავდა მიმწყვდეული, როდესაც მარცხენა მხრის არეში ტკივილი იგრძნო და დანებება არჩია.

ქართველ ვეტერანს 3 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და კიდევ ერთი წაგების შემთხვევაში, უარყოფით ბალანსს ვერ გადაურჩება, რაც მის კიდევ უფრო დაქვეითებას გამოიწვევს. თუკი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, ტოჩინოშინი ოსაკაში კიდევ 5 ორთაბრძოლას ჩაატარებს და ყველას მოგება მართებს.

განრიგის თანახმად, ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-6 ნომერი დაიამამი უნდა იყოს. ქართველი სუმოისტი 30 წლის იაპონელს 2-ჯერ შეხვედრია და ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები