Thumbnail
  • კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში მეტი ავტორიტეტი მიიღო
  • დიდიე დეშამმა პსჟ-ს ვარსკვლავი ნაკრების კაპიტნად დანიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანია.

ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო AFP-მ Equipe tricolore-დან მიღებული ინსაიდერული ცნობის შედეგად გაავრცელა. მანამდე, მბაპეს კაპიტნად დანიშვნაზე ასევე წერდნენ ფრანგული გამოცემები L‘Equipe და Le Figaro.

მოკლედ: საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავი ყოფილი კაპიტნის, უგო ლორისის შემცვლელად დაასახელა. როგორც იცით, ამ უკანასკნელმა ზამთარში, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“ახალ კაპიტანთან დაკავშირებით ჩემს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაცნობებთ,” - თქვა დეშამმა სანაკრებო პერიოდის დაწყებისას, თუმცა ფრანგულმა მედიამ ყველაფერი ოფიციალურ გამოცხადებამდე გაარკვია.

კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში გუშინ, 20 მარტს გამოცხადდა

დეშამი იმასაც ამბობდა, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობისთვის ერთადერთი კრიტერიუმი ლეგიტიმურობა იყო და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ექნებოდა თუ არა ახალ კაპიტანს ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ან უმეტესობაზე ბევრად მეტი თამაში.

ამრიგად, 24 წლის მბაპეს, როგორც საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის დებიუტი პარასკევს, ნიდერლანდებთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები