- ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემს გამოტოვებს
- საქართველოს ნაკრებში კიდევ რამდენიმე ცვლილება მოხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 24-26 მარტს თბილისის გრანდ სლემზე უნდა გამოვიდეს, რამდენიმე ცვლილებაა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს გამოაკლდა კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. მის გარდა, 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვეღარ ვხედავთ ერეკლე ბაზიერიშვილს. მათ ნაცვლად განაცხადში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი გამოჩნდნენ. 60 კგ-მდე წონაში ნიკა ხუზაურაშვილის ნაცვლად, ტატამიზე საბა გრიგალაშვილი გავა, ხოლო 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილს უშანგი მარგიანი შეცვლის.
განახლებული განაცხადის თანახმად, თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს კაცთა ნაკრებს საშინაო ქვოტა სრულად ექნება ათვისებული და 28 ძიუდოისტს გამოიყვანს, ქალთა გუნდში კი 13 სპორტსმენია. ამ დროისთვის, ტურნირზე 62 ქვეყნის 430 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, საიდანაც 227 კაცია, ხოლო 203 – ქალი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
კაცები
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.
100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
ქალები
48 კგ: ნატალი ყიფშიძე,
52 კგ: ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, მარიამ ლაფაჩიშვილი, მარი მახარაშვილი.
57 კგ: ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.
70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.
78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 39 ძიუდოისტით წარსდგა, რომელთაგან 14-მა მედალი (5 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავედით. 2022 წლის გრანდ სლემზე ჩემპიონები გახდნენ: თემურ ნოზაძე (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).
კომენტარები