Thumbnail

ნაპოლის ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის ნაკრების შეკრებაზეა, სადაც ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც იტალიური კლუბის ნახევარმცველმა აღნიშნა, კვარას შესახებ ქართველის ნაპოლიში გადასვლამდე არაფერი იცოდა.

"უნდა ვაღიარო, რომ მას არ ვიცნობდი, მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. ალბათ, მხოლოდ საქართველოში იცოდნენ ამ საოცარი ტალანტის შესახებ. თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს რისი გაკეთება შეუძლია", - თქვა ლობოტკამ.

სლოვაკმა ფეხბურთელმა თანამემამულე ჟურნალისტებთან საკუთარ თავზეც ილაპარაკა: "არასდროს თავი ისე არ მიგრძნია, როგორც ახლა. სრულიად თავდაჯერებული ვარ, მინდა ასე გავაგრძელო. არ ველოდი, რომ ასეთი დამაჯერებელი სეზონი გვექნებოდა. ლუჩანო სპალეტიმ ჯენარო გატუზოსგან განსხვავებით,  ჩემი შესაძლებლობების დაიჯერა და ეს ჩემთვის გადამწყვეტი ასპექტი იყო".

შეგახსენებთ, რომ სტანისლავ ლობოტკას ნაპოლის წარმატებულ სეზონში დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ლუჩანო სპალეტისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები