Thumbnail
  • ტენერიფე 75:71 დარუშაფაქა
  • ესპანურმა გუნდმა 11-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

გიორგი შერმადინის ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში დარუშაფაქას უმასპინძლა და ჯგუფში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფემ პირველი ტაიმი 11 ქულით წააგო, თუმცა შეხვედრის შეტრიალება მოახერხა და 11 ქულით ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

ტენერიფემ მეტოქეს 4 ქულით მოუგო - 75:71. ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდში მეტოქეს 9 ქულით აჯობა და მეოთხე პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდა.

შერმადინმა პარკეტზე 14:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფე ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას ეცდება. ამავე ჯგუფიდან პლეი ოფის საგზური რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის მურსიამ მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები