- ბილბაო 67:71 მურსია
- რატიმ ჩემპიონთა ლიგაზე სარეკორდო დრო მიიღო
რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის მურსია საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ბილბაოს ესტუმრა და ჯგუფში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. მურსიმ პირველ ტაიმი 7 ქულით მოიგო, თუმცა მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბილბაო 7 ქულით წინ გავიდა და საკმაოდ კომფორტულ უპირატესობასაც ფლობდა. მურსიამ შეხვედრის შეტრიალება მაინც შეძლო და მატჩი 4 ქულით მოიგო - 71:67.
მაკფადენს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ანდრონიკაშვილმა კი ჩემპიონთა ლიგაზე სარეკორდო დრო მიიღო. რატიმ პარკეტზე 14:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მურსია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ამ ჯგუფში გიორგი შერმადინის ტენერიფემ დაიკავა, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.
კომენტარები