Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინმა ისევ წააგო და წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოზე მე-8 მარცხი განიცადა
  • ეს იმას ნიშნავს, რომ ის დადებით ბალანსს ვეღარ დააფიქსირებს

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსსა (მაკე-კოში) და შესაბამისად, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინი რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოს დასავლეთის მე-6 ნომერ დაიამამის დაუპირისპირდა და იორიკირით წააგო. ქართველ სეკიტორს აშკარად ეტყობოდა წინა დღეს მიღებული ტრავმის კვალი: მარცხენა მხარი შეხვეული ჰქონდა და 30 წლის იაპონელის შეტევასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა, ამდენად, დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი საგაზაფხულო სუპერტურნირს ჯურიოს დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით შეხვდა, თუმცა, უკვე ცხადია, რომ მორიგ ვარდნას ვერ გადაურჩება და შესაბამისად, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს კიდევ უფრო დაშორდება. 

როგორც ავღნიშნეთ, ტოჩინოშინს 3 მოგების წულ უკვე 8 მარცხი აქვს, ოსაკას ბაშოს მე-12 დღეს კი მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-7 ნომერი აკუა იქნება. ქართველი სუმოისტი 32 წლის იაპონელს 3-ჯერ შეხვედრია და მინიმალური დადებითი ბალანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები