- პოლ ჯორჯი კლიპერსის და ოკლაჰომას მატჩში დაშავდა
- ტრავმა დიდი ალბათობით სერიოზულია
იმ საშინელი ტრავმიდან 9 წლის შემდეგ, პოლ ჯორჯს ხანგრძლივი პაუზის საფრთხე კიდევ ერთხელ ემუქრება. ლოს ანჯელეს კლიპერსის ფორვარდი ოკლაჰომასთან მატჩის მეოთხე პერიოდში, მოხსნის მცდელობისას დაშავდა და ტრავმა, დიდი ალბათობით, მძიმეა.
კლიპერსის სუპერვარსკვლავი პარკეტზე ძალიან უიღბლოდ დაეშვა და რამდენიმე წუთი იწვა. როცა წამოდგა, სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, რათა თამაშის დასრულებამდე 4:38 წუთით ადრე მოედანი დაეტოვებინა. “ოღონდ პოლ ჯორჯი არა! ოღონდ ისევ ჯორჯი არა!” - ასეთი იყო შოკირებული ფანების განწყობა სოციალურ ქსელებში.

ოკლაჰომასთან 100:101 წაგების შემდეგ, კლიპერსის მწვრთნელმა ტაირონ ლუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოლ-სტარის რვაგზის მონაწილეს ჯერ გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ იმაზე ლაპარაკი, რამდენად სერიოზულად დაშავდა და რამდენ ხანს ვერ ითამაშებს.
ფაქტი ერთია: 32 წლის ჯორჯის ნებისმიერვადიანი სერიოზოული ტრავმა კლიპერსისთვის უდიდესი დარტყმა იქნება. გუნდი 38 მოგებით და 35 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
კომენტარები